„ჩვენ დავდებთ პროგრამას, თუ როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილი. როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ისეთი გასამრჯელო და ხელფასი, რომ სიღარიბის ზღვარზე არ იყოს. ადამიანს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ სახლში წაიღოს ხელფასი და ოჯახი გამოკვებოს, ჩააცვას, სახლი ააშენოს. ეს უნდა იყოს მიზანი. ადამიანი უნდა იყოს მიზანი და გპირდებით, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოძრაობის ახალი წევრები არიან:1. კახა ხაზარაძე – ბიზნესმენი; 2. ნატალია ბარათელი – ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი. განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი; 3. ლევან ქოქიაშვილი – რესტორატორი, სომელიე და კომპანია „გასტრონავტის“ დაფუძნებელი; 4. ვაჟა სამადბეგიშვილი – ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია „კა-დე-ვე“ ჯორჯიას გენერალური დირექტორი; 5. ლაშა მარგიანი – პოეტი, მხატვარი, სამოქალაქო აქტივისტი; 6. მარიამ თავაძე – ფილოლოგი, მთარგმნელი, შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 7. ალექსანდრე რატიშვილი – ინჟინერ ეკონიმისტი, ბიზნესმენი; 8. ლევან ლომთაძე – ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, სერთაშორისო (ამერიკული) საქველმოქმედო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი; 9. გიორგი ბიჭიაშვილი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 10. გიორგი მჭედლიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტოტი; 11. ირაკლი კუცია – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; 12. მარიამ აფრასიძე – სამოქალაქო აქტივისტი, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული.
მამუკა ხაზარაძეს მოძრაობის უკვე 48 წევრი ჰყავს წარდგენილი.