weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

თქვენგან უნდა შევიგრძნოთ, როგორ მუშაობენ ბატონები - გახარია პედაგოგებს გორში

14:51 შაბათი, 19 ოქტომბერი 2019
პრემიერ-მინისტრი გორში პედაგოგებთან შეხვედრისას / მთავრობის პრესსამსახურის ფოტო პრემიერ-მინისტრი გორში პედაგოგებთან შეხვედრისას / მთავრობის პრესსამსახურის ფოტო

„ამას არ აქვს მიზანი გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ რა ხდება რეგიონში. როგორ მუშაობენ ბატონები, რა სპეციფიური პრობლემები არის ამ დარგში, ამ რეგიონში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, სადაც ის შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებს შეხვდა.

„ხშირ შემთხვევაში, მარტივი გადასაწყვეტი პრობლემებისგან ვქმნით დიდ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ერთი სატელეფონო საუბრით, სწრაფად გადაწყდეს. არ გვაქვს ჩვენ ბევრი დრო. სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ, დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა გასვლა რეგიონებში დაიწყება პედაგოგებით, გაგრძელდება მედიკოსებით, შემდეგ პოლიციით, შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებით და სხვადასხვა ჯგუფებით.

„ბოლო პერიოდში ძალიან გვაკრიტიკებენ ბიუჯეტის შედგენის გამო, სადაც ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი არის პირველ რიგში ბავშვები, ახალგაზრდა თაობა, ასევე, ჩვენი პენსიონერები, რომლებიც ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამ სოციალურ ჯგუფებს ემსახურება, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არიან მასწავლებლები, მეორე რიგში ჩვენი მედიკოსები და რა თქმა უნდა ყველაფერს ამას კრავს პოლიცია.

ჩვენ კიდევ ბევრი სხვა მსხვილი სოციალური ჯგუფები გვყავს, რომლებიც მისახედია. უაღრესად დასაფასებელია სახელმწიფო მოხელეების სხვადასხვა სფეროებსა და სხვადასხვა დარგებში ფუნქციონირება და მათი ღვაწლი. უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ადამიანების, მათ შორის ბიზნესში, სადაც სამუშაო ადგილებს ქმნიან, თუმცა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ფასეულობების დონეზე, იმას რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები, პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, ამას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ამიტომ, ვიწყებთ გორით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლება არის ქვეყნის სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც დაიწყო განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ჩავარდნა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში ჩვენ გვაქვს, არის გადასალახი. ამისთვის არის მიმართული ყველა ის ქმედება, რასაც მთავრობა განახორციელებს. აქაც მთავრობა თავის პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მედიკოსებსა და სპორტსმენებს შეხვდა. 

„დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო ჩემპიონით, 4 ოლიმპიური ჩემპიონით და 30 კაცზე მეტი ევროპის ჩემპიონით. თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, თან ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან. ისიც მესმის, რომ ეს დამატებით ემოციას და დამატებით ჟინს გაძლევთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მეტი იშრომოთ და იბრძოლოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის ღირსება, ის გულწრფელობა, რომლითაც თქვენს რეგიონს და ხალხს ემსახურებით“, - განაცხადა გახარიამ სპორტსმენებთან შეხვედრაზე.

2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]