weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“ - ღარიბაშვილი ბერას მიმართ კრიტიკაზე

17:53 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2019

„ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“ - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი 25 წლის განმავლობაში უპრეცენდენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი, 25 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა. დღეს საქმე გვაქვს ორი მთავარი საკითხის დაპირისპირებასთან, ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება. როდესაც ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ კეთილშობილურ საქმიანობას, როგორც არის ქველმოქმედება და ისეთი საქმეს, რომელიც კონკრეტულ ციფრებში აისახა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედებას მოიცავს, რა თქმა უნდა, აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა „ფეისბუკზე" ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. როგორც ბერა ამბობს, მას გადაწყვეტილი აქვს, ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გაიღოს.

„ამაზონის ტყე ბოლო რამდენიმე თვე იწვოდა. ცეცხლი ანადგურებს ჩვენი პლანეტის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენი შვილების მომავალს. ეს არის მოწოდება მოქმედებისკენ.

დღეს მე მინდა, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, რომლებიც დგანან ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის.

იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მანძილზე ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. პატივისცემით, ოჯახის წევრივით მექცეოდნენ. ასეთივე სიყვარულით მინდა, მათ დავეხმარო ისე, როგორც შემიძლია.

აწონ-დაწონის შემდეგ, ვიპოვე ორგანიზაცია. მჯერა, რომ მას შეუძლია ცვლილებები მოახდინოს. მისი ნდობა შემიძლია.

მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. ეს მოიცავს საკუთარი მძიმე შრომით გამომუშავებულ დანაზოგს და ჩემი ოჯახის კონტრიბუციას. ყველას მოგიწოდებთ, ჩაერთოთ და იმოქმედოთ. ნებისმიერ კონტრიბუციას, რაოდენობის მიუხედავად, აქვს აზრი და მნიშვნელოვანია.

ერთად ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების მიღწევა. მადლობა და ღმერთმა დაგლოცოთ“, - ამბობს ბერა ივანიშვილი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]