weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სირიიდან გამოსული აშშ-ის ჯარები ახალქალაქში განთავსდეს - ლუკ კოფის რეკომენდაცია

10:47 პარასკევი, 25 ოქტომბერი 2019

„ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი გამოვიდა ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში გაიგზავნოს და „ჰორიზონტს მიღმა“ განთავსებულ ძალად იქცეს იმისთვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს" აღდგენის შემთხვევაში რეაგირება სწრაფად მოახდინოს.

კოფი „ტვიტერზე“ წერს, რომ აშშ-ს შეუძლია ამ მიზნით ჯავახეთში, ახალქალაქში მდებარე ძველი რუსული ბაზა გამოიყენოს, რომელიც სირიის ქალაქ რაქიდან 740 კილომეტრითაა დაშორებული. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, - აღნიშნავს კოფი.

გასულ წელს ლუკ კოფი რეკომენდაციით გამოვიდა - საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მიიღონ NATO-ში, მაგრამ მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია არ უნდა გავრცელდეს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვიდრე კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ გადაიჭრება. მე-5 მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა NATO-ს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]