weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩემი ლექსიკისთვის შენდობას ვითხოვ - მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

13:16 ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019

„ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრის და ლექსიკის გამო, ყველას შენდობას ვთხოვ, ყველას ბოდიშს მოვუხდი“, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, რომელიც ქორესპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს.

„მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსმა, რაღაც პოლიტიკოსებისგან ჩარევა, როგორც მონაზონს, გულში ისე მქონდა. ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი. ვთქვი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, იმაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბოდიშს მოვიხდი“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა და კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან პატრიარქთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა.

„სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია, ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თვითონ ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ბატონი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი, ბატონი გახარია. მინდა ვთქვა, რომ უხერხულობას გრძნობდნენ, რა თემაზეც საუბრობდნენ. გიორგისაც შევამჩნიე და ბატონ ვახტანგსაც. რაღაც მკითხეს, 10 დღე არ ვუთხარი უწმინდეს ის რაღაცა და მერე მაინც ვუთხარი და პასუხიც შევუთვალეთ ღირსეული. ლიკვიდაციაზე არ იყო, პრემიერთან იყო საუბარი იმაზე, რომ ვინ იქნებოდა პატრიარქის შემცვლელი. თავისთავად შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რადგან იყო თანამოსაყდრე, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მთავრობის კაცია ან რამე ასეთი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

რამდენიმე წუთის წინ, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს.

„მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი.

ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ - აღნიშა მეუფე იაკობმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]