weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხი 84/4 %, ადიგენი და მარტვილი 100 % - შუალედური არჩევნები „ოცნებამ“ მოიგო

13:37 ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019

ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში საკრებულოების 27 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №15.03 (ლაგოდეხი - 4 საარჩევნო უბანი): №2 მალხაზი მელაშვილი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“– 14.71% (347 ხმა);  №40 დავითი ბეგლარაშვილი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 0,89 % (21 ხმა);  №41 ომარი შველიძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 84,4 % (1991 ხმა).

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №38.03 (ადიგენი - 1 საარჩევნო უბანი): №41 ზურაბ ფეიქრიშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (875 ხმა);

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №65.11 (მარტვილი - 2 საარჩევნო უბანი) - №41 რობერტ კაკულია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (549 ხმა).

ადიგენსა და მარტვილში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავდათ.

ცესკოს ცნობით, არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესს და შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცედურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]