ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №15.03 (ლაგოდეხი - 4 საარჩევნო უბანი): №2 მალხაზი მელაშვილი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“– 14.71% (347 ხმა); №40 დავითი ბეგლარაშვილი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 0,89 % (21 ხმა); №41 ომარი შველიძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 84,4 % (1991 ხმა).
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №38.03 (ადიგენი - 1 საარჩევნო უბანი): №41 ზურაბ ფეიქრიშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (875 ხმა);
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №65.11 (მარტვილი - 2 საარჩევნო უბანი) - №41 რობერტ კაკულია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (549 ხმა).
ადიგენსა და მარტვილში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავდათ.
ცესკოს ცნობით, არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესს და შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცედურებს.