weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

NDI - თბილისის მერის არჩევნებში კალაძეს ხმას 30% მისცემდა, ელისაშვილს - 19%, უდუმაშვილს -18%

11:49 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატს კახა კალაძეს მისცემდა, 19% - დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, 18% - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს აზაალ უდუმაშვილს, ხოლო 5% - „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ელენე ხოშტარიას.

გამოკითხულთა 12%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას. 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 4%-ის თქმით, არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას.

აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა მხოლოდ თბილისში დაისვა. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]