weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა

12:49 ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2019

ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს.

მოწვეული სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ხოლო მთავარ მომხსენებლად ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფერ კავოლი წარსდგა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, საქართველო  თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს განაგრძობს: „ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატოსთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი“.

კონფერენცია ოთხი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველ პანელზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მეორე სესიის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ. მესამე პანელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო მეოთხე სესიის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]