„ივანიშვილი ბევრ რამეში ავლენდა არაკვალიფიციურობას. ის ამბობდა, რომ ნატოში გავცვალოთო აფხაზეთი. მზად იყო და იდეა, აკვიატება ჰქონდა, ჩვენ აფხაზეთში ჩავატაროთ რეფერენდუმი აფხაზეთის სტატუსზე, მათ შორის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე, რომელიც 5 წლის შემდეგ ამუშავდება. ჩვენ, „რესპუბლიკელებმა“ დავუბლოკეთ ეს“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
„ჩემთვის ყველაზე საფიქრალი და სახიფათო არის მისი ფსევდო გროსმაისტერობა. მას ჰგონია, რომ შეუძლია, მსოფლიო პოლიტიკა ითამაშოს და მსოფლიო პოლიტიკის თამაშის ამბავში თქვას, რომ საქართველოსთვის რაღაც სერიოზული აქვს მოფიქრებული“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
რესპუბლიკურმა პარტიამ კოალიცია „ქართული ოცნება“ 2015 წელს დატოვა.