weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას - ირაკლი შიოლაშვილი

12:16 ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019

„მხარს არ ვუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ, დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატიც“, –განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა.

„არის მეორე სახის კითხვაც – მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რამდენად იქნება გარანტი ქვეყნის სტაბილურობის? ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც არასტაბილურობაში გადადის. ვშიშობ, ჩვენს ქვეყანას არ შეექმნას არასტაბილურობის პრობლემა.

მხარს არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას. პრინციპული ხაზია და მზად ვარ, ამ საკითხის სანაცვლოდ დავტოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკუთარი მანდატი. თუ ჩვენს მოსაზრებებს არ გაითვალისწინებენ და იქნება გარკვეული ზეწოლა, მზად ვართ, გადაწყვეტილება მანდატის დატოვებაზე მივიღოთ“, - აღნიშნა შიოლაშვილმა.

„მქონდა ინფორმაცია გუნდში არსებული განწყობების შესახებ, ეს ახალი არ არის. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. თუმცა განცხადებების ასეთ სიმძაფრეს, რაც ვიხილეთ, არ ველოდი.

მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა, ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება იმის შესახებ, რომ იძულების შემთხვევაში მანდატს დატოვებენ. არავინ არავის არაფერს აიძულებს.

ეს დემოკრატიის პირობაა და არა მხოლოდ ქვეყანაში, გუნდშიც გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ პირობა უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ამ წესით არჩევნების ჩატარებას მოქმედი კონსტიტუცია 2024 წლიდან ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და საარჩევნო ბლოკების შექმნა აიკრძალოს.

20 ოპოზიციურ პარტიას კი პარლამენტში წარდგენილი ჰქონდა ალტერნატიული კანონპროექტი 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით, რომელიც პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერით ითვალისწინებდა და საარჩევნო ბლოკების შექმნასაც არ კრძალავდა. უმრავლესობამ ეს კანონპროექტი ჩააგდო.

პარლამენტს 150 დეპუტატი ჰყავს. საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]