weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხუნდაძეზე იყო ზეწოლა, მაგრამ არ ვცვლით პოზიციას - ოქრიაშვილი

13:41 ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019

„ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. მომხრეებიც მრავლად არიან, მაგრამ მაგალითად, ოთარ ჩრდილელმა რომელიც არ არის მაჟორიტარი დეპუტატი დააფიქსირა, რომ არ არის ამ სისტემაზე გადასვლის მომხრე. დაახლოებით როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი ვინც არ ემხრობა ახალ საარჩევნო სისტემას, უფრო სწორად მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხუნდაძეზე ზეწოლა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელდა.

„სხდომაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. ძალიან ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის საუბარი, თუ როგორ უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ. ეყოლება ქვეყანას სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება და მთავრობა თუ რყევადი და ასე ვთქვათ, არაძლიერი, ანუ სუსტი ხელისუფლება. ის, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი, იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, რამეთუ, მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ უფრო მეტი მხარდამჭერია, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ. მაგრამ თუ არ მოხდა აქ დათვლა, პარლამენტში მოხდება ამის დათვლა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ამ წესით არჩევნების ჩატარებას მოქმედი კონსტიტუცია 2024 წლიდან ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და საარჩევნო ბლოკების შექმნა აიკრძალოს.

20 ოპოზიციურ პარტიას კი პარლამენტში წარდგენილი ჰქონდა ალტერნატიული კანონპროექტი 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით, რომელიც პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 3%-იანი ბარიერით ითვალისწინებდა და საარჩევნო ბლოკების შექმნასაც არ კრძალავდა. უმრავლესობამ ეს კანონპროექტი ჩააგდო.

პარლამენტს 150 დეპუტატი ჰყავს. საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი, ძირითადად მაჟორიტარები ეწინააღმდეგებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ამ საკითხზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. დეპუტატების თქმით, ივანიშვილმა დააფიქსირა, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]