weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო

14:15 ხუთშაბათი, 14 ნოემბერი 2019

101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ 92 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს სრულად დაუჭირეს მხარი „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა დადგენილი. კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

„ქართული ოცნებიდან“ კანონპროექტს ხმა 35-მა დეპუტატმა არ მისცა. ესენი არიან: ნინო წილოსანი, მერაბ ქვარაია, შოთა ხაბარელი, ვიქტორ ჯაფარიძე, კარლო კოპალიანი, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, გოგი მეშველიანი, მიხეილ ყაველაშვილი, ოთარ ჩრდილელი, დავით სონღულაშვილი, რუსლან პოღოსიანი, თენგიზ ხუბულური, თამაზ ნავერიანი სავალან მირზოევი, იოსებ მაკრახიძე, რომან მუჩიაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, სულხან მახათაძე, დიმიტრი მხეიძე, სამველ მანუკიანი, შალვა კიკნაველიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ლურსმანაშვილი, გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია, გოდერძი ჩანქსელიანი, კობა კობალაძე, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი კოპაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი ხახუბია, დიმიტრი ხუნდაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]