weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს დროებითი მთავრობის პირობებში

13:01 პარასკევი, 15 ნოემბერი 2019

ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს პროპორციული სისტემით ან პროპორციულის მსგავსი გერმანული მოდელის სისტემით. ამ მოთხოვნით ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ არ დაამტკიცა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სამოქმედო გეგმა სამ პუნქტზე შეჯერდა. ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა; დროებით მთავრობაში შევიდეს ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი. ანუ ბიძინა ივანიშვილი „ჩაეხსნას“ ყველა პოლიტიკურ პროცესს, „ქართული ოცნების“ მთავრობა კი ქვეყნის მართვას; დროებითი მთავრობა ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის პროტესტი იქნება არაძალადობრივი, მაგრამ რადიკალური და მწვავე, მათ შორის იქნება შენობების ბლოკირებაც და სხვადასხვა ფორმაც.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს. პარლამენტის შენობის წინ გამოსვლები 19 საათიდან განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]