weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არ არის - ირაკლი კობახიძე

13:52 პარასკევი, 15 ნოემბერი 2019

ნაციონალური მოძრაობისმიერ წარმართული ცრუ კამპანიის ერთ-ერთი ნარატივი იყო ის, რომქართული ოცნებაპროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ვერ აიღებდა 30% -ზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, თუქართული ოცნებავერ აიღებს 30%-ზე მეტს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული სისტემა გვექნება, თუ შერეული. აი, ამ დონისმელკიტყუილებით არის გამორჩეულინაციონალური მოძრაობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსულტაციები გრძელდება დეპუტატებთან, მათ შორის იმ დეპუტატებთანაც, რომლებმაც უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს.

„იმედი მაქვს და დიდწილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსულტაციები წარმატებული იქნება. ეს დეპუტატები პირადად ჩემთვის არიან როგორც კოლეგები, ასევე მეგობრები. ვისაუბრებთ დღეს, ვისაუბრებთ ხვალ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ვეცდებით, დავარწმუნოთ ისინი, რომ მათი დაბრუნება სჭირდება იმ საქმეს, რომელიც ქვეყანას წაადგება,“ - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, რიგგარეშე არჩვენებზე საუბარი არ არის:

„ქვეყანა სტაბილურად რომ ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ტარდებოდეს სათანადო ვადებში, თუ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ არის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს არჩევნები ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. არჩევნები უწევს 2020 წლის 31 ოქტომბერს და ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]