weather cur horoscope tv
დეკემბერი 10, 2019

„ოცნება“ – 23%, ოპოზიცია ჯამურად – 41% – IRI-ის კვლევის შედეგები

10:59 სამშაბათი, 19 ნოემბერი 2019 hits 316

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 23%-ს, ოპოზიცია კი ჯამურად 41%-ს მიიღებდა, – ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები.

კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგი ასეთია:

ქართული ოცნება – 23%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 15%

ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5%

ლეიბორისტები – 5%

პატრიოტთა ალიანსი – 4%

სამოქალაქო მოძრაობა – 3%

ახალი საქართველოსთვის – 2%

დემოკრატიული მოძრაობა – 2%

ლელო – 2%

გირჩი – 1%

შენების მოძრაობა – 1%

სხვა პარტიები – 1%

კვლევის თანახმად, 32%-ს არ გადაუწყვეტია რომელლ პარტიას დაუჭერს მხარს. 4% კი ხმის მიცემას არცერთი პარტიისთვის არ აპირებს.

IRI-იმ კვლევით გამოთვალა პარტიების ნეგატიური რეიტინგებიც, რომელშიც „ქართული ოცნება“ ლიდერობს. გამოკითხულთა 30 % აცხადებს, რომ არასდროს, არცერთ სიტუაციაში მისცემს ხმას „ქართულ ოცნებას“, 26% იგივეს ამბობს ნაციონალურ მოძრაობაზე, 9%-9% -გირჩსა და პატრიოტთა ალიანსზე.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპონდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]