weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაპირისპირება სიღნაღში „ოცნებისა“ და ელისაშვილის მოძრაობის წევრებს შორის

01:53 ორშაბათი, 25 ნოემბერი 2019
სამოქალაქო მოძრაობის ფოტო სამოქალაქო მოძრაობის ფოტო

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტები დახვდნენ და ხელი შეუშალეს აქციის ჩატარებაში, რომლის მიზანიც „ფეოდალი მაჟორიტარის“ ირაკლი შიოლაშვილის მხილება იყო.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ილია ბაიდოშვილმა, მეტსახელად „ტაკრიმ“, მოძრაობის კახეთის ოფისის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი სცემა.

ნინო გოგოლაშვილის თქმით, ილია ბაიდოშვილმა მას თავში ჩაარტყა და პოლიციელები რომ არა, უფრო მეტად სცემდა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ბაიდოშვილი დაპირისპირების ადგილიდან პოლიციელებმა გაიყვანეს და გაყვანის დროს ის ფიზიკურ წინააღმდეგობას სამართალდამცავებსაც უწევს. ამის მიუხედავად, პოლიციას ის არ დაუკავებია. ბაიდოშვილმა განაცხადა, რომ სიღნაღის რაიონში ალეკო ელისაშვილის მოძრაობის წევრთა ჩასვლას აპროტესტებდა.

„ოცნების“ მომხრეთა შორის საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული სხვა პირებიც იყვნენ, რომლებიც ელისაშვილის და სამოქალაქო მოძრაობის სხვა წევრებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავდნენ. პოლიციას არც ხულიგნობისთვის დაუკავებია ვინმე.

სამოქალაქო მოძრაობის წევრთა თქმით, მათ წინააღმდეგ „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის დავალებით მოხდა. სწორედ შიოლაშვილისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მხილებას აპირებდნენ დღეს მოძრაობის წევრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]