weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვცდილობთ წყალი გავათბოთ და ისე გამოვიყენოთ - გომელაური აქციების დაშლაზე

09:49 ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019

„ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წყლის ჭავლით საპროტესტო აქციების დაშლასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანები არ დაზიანდნენ.

„ძალიან ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ და ხელკეტსაც არ ვიყენებთ, არც რეზინის ტყვიებს, გაზს და ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეძლება სიცივეში. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ. რთულია, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ, რომლის შედეგადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება, თბილისში საპროტესტო აქციები იმართება. ხელისუფლებამ მანიფესტაცია რამდენჯერმე წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, ათობით მომიტინგე კი დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]