weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი

13:40 ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019

„გავეცანით ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არის კატეგორიულად მიუღებელი. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები. ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. ყოვლად მიუღებელია მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

პრეზიდენტის განცხადებას თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაიაც გამოეხმაურა: „მე არვიცი რა იგულისხმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ამაზე თვითონ გააკეთებს განმარტებას. საქართველოს თავდაცვის ძალები რეგიონში ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალებია თავისი შეიარაღებითა და მოდერნიზაციით. მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ უახლოეს წარსულში შევიძინეთ ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. ფრანგული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. უახლოეს მომავალში, კიდევ ახალ ამბებს გავიგებთ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ჯარის გადაიარაღებასთან“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 11 დეკემბერს, საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე თქვა:

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, თავისი არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმითი უნდა დაიწყოს, რომ ჩვენ ჩვენი თავის დავიჯეროთ, გვჯეროდეს, რომ გვაქვს მთელი ეს შესაძლებლობები“.

დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა:

„პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]