weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზელიმხან ხანგოშვილი სისხლიანი მკვლელი იყო - პუტინი

18:13 ხუთშაბათი, 19 დეკემბერი 2019

„ის სისხლიანი მკვლელი იყო. მხოლოდ ერთი ოპერაციის დროს კავკასიაში მან 98 ადამიანი მოკლა. დაფიქრდით, 98 ადამიანი. რაც შეეხება თანამშრომლობას, ის უნდა იყოს ორმხრივი. სირიის ციხეებში ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ ბევრი მებრძოლია. მათი უმეტესობა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან, მეორე ადგილზე კი რუსეთის მოქალაქეებია. ისინი მკვლელები, ტერორისტები არიან. წარმოიდგინეთ, ისინი ევროპის ქალაქებში სეირნობენ, მათ შორის ბერლინში. ასეთი ადამიანიც თავისუფლად სეირნობდა ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, სადაც მას კითხვა ბერლიმში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

მანამდე, 9 დეკემბერს, პარიზში,  „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა „სისხლიანი ადამიანი“ უწოდა ბერლინში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილს. მისი თქმით, ხანგოშვილი რუსეთის მიერ ძებნილი იყო ძებნილი და „ეს სისხლიანი ადამიანი მონაწილეობდა სასტიკ ოპერაციებში რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებაში“.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ის 40 წლის იყო და გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი.

გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც მოქმედებდა ვადიმ სოკოლოვის პასპორტით. ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილი სინამდვილეში არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და სულ მცირე ორ შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა.

2014 წელს რუსეთმა კრასიკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ბიზნესმენის მკვლელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ძებნა შეწყდა.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის ომში. მან საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

გერმანია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსულ კვალზე საუბრობს. ოფიციალურმა ბერლინმა საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დილომატი ქვეყნიდან გააძევა, რასაც რუსეთის მხრიდან ანალოგიური პასუხი მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]