weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაამტკიცა

11:33 პარასკევი, 20 დეკემბერი 2019

სენატმა 19 დეკემბერს საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე კელი დეგნანის კანდიდატურა დაამტკიცა. კალიფორნიელი კელი დეგნანი საქართველოში ელჩად დანიშვნამდე მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ. კელი დეგნანს 25-წლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იყო პოლიტიკური მრჩეველი ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოში. მუშაობდა ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენლად.

საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს დოქტორის ხარისხი აქვს ფილოსოფიაში და ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში.

საქართველოში აშშ-ს ელჩს იან კელის უფლებამოსილება 2018 წლის მარტში ამოეწურა. მას შემდეგ ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუთი ასრულებს.

2018 წლის ოქტომბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ ქართულმა მხარემ ის დაბლოკა იმ მიზეზით, რომ მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდნენ. საქართველოს მთავრობამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. 2019 წლის ნოემბერში, წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების დირექტორმა  ფიონა ჰილმა, საქართველოს მიერ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვა დაადასტურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]