weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი გააუქმა

20:24 შაბათი, 21 დეკემბერი 2019

ფეისბუკმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ გააუქმა 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი, ასევე – 22 -ანგარიში Instagram-ზე. „მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს ქმედება უკავშირდება საქართველოს სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და საქართველოს მთავრობას, რომელსაც მართავს „ქართული ოცნება“. გაუქმებული, ქართული წარმოშობის ანგარიშების რეკლამირებისთვის 316 ათას ამერიკულ დოლარამდე იყო დახარჯული“, - ნათქვამია ფეისბუკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ნათანიელ გლაიხერის განცხადებით, ეს გვერდები თავს ახალი ამბების სააგენტოებად, პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად, აქტივისტთა ჯგუფებად და მედია-ორგანიზაციებად ასაღებდნენ. „ამ გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, აქვეყნებდნენ ინფორმაციას საშინაო ამბების და პოლიტიკური საკითხების, მათ შორის, არჩევნების, მთავრობის პოლიტიკის და ოფიციალური პირების შესახებ, და ოპოზიციისა და აქტივისთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას აკრიტიკებდნენ.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ გამოვავლინოთ და შევაჩეროთ ამ ტიპის საქმიანობა, რადგანაც არ გვსურს, რომ ჩვენი სერვისები ადამიანების მანიპულირებისთვის გამოიყენებოდეს“, – აღნიშნა გლაიხერმა.

გაუქმებულ გვერდებს შორის არის „Daily Info“, „NewsHub.ge“, „TodayNews.ge“, „OnTime.ge“, „Mypress.ge“, „ეროვნული მედია“ და სხვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]