weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე აირჩიეს

23:34 კვირა, 22 დეკემბერი 2019

პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობის დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე აირჩიეს.

„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია პარტიის თავმჯდომარედ არჩევა. გარწმუნებთ, გპირდებით, რომ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად გავართმევ თავს, არ დავიშურებ ცოდნას და ენერგიას იმისათვის, რომ თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად დავდოთ საქართველოს გამარჯვების ლელო! ჩვენი ქვეყანა ღირსია გამარჯვებების!“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართა.

ხაზარაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი დაასახელა, პარტიის გენერალურ მდივნად კი ბადრი ჯაფარიძე.

„შენების მოძრაობა“ გააგრძელებს არსებობას, როგორც საზოგადოებრივი გაერთიანება. ჩვენ გვქონდა ძალიან ხმამაღლა გაცხადებული, რომ ვართ მოსურნე სერიოზული პოლიტიკური ძალის თანადამფუძნებლობის და დღეს სწორედ ეს მოვლენაა.

„ლელოს“, „ახალი მემარჯვენეების“, სხვა მოქალაქეების სახით ჩვენ ვიპოვეთ ის ხალხი, რომლებსაც ველოდით და ვეძებდით 2 წლის განმავლობაში.

თავად „შენების მოძრაობა“ გაიზარდა და სერიოზულადაა წარმოდგენილი, რამდენიმე ასეული ჩვენგანი. ასე რომ, ჩვენ ერთ ორგანიზაციად გაერთიანებული გავაგრძელებთ ძალიან სერიოზულ შრომას და ბრძოლას ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად და სწორ გზაზე დასაყენებლად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ყრილობის დელეგატებმა აირჩიეს პარტიის პოლიტიკური საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი. ინჟინერ-მშენებლი. საერთაშორისო  კორპორაცია  „აი სი არ“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის თანადამფუძნებელი; საბა ბუაძე - იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი; მედეა მეტრეველი  - ფილოლოგიის დოქტორი.  ხელმძღვანელობდა  ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს. 2018 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი; გრიგოლ გეგელია - პოლიტიკური თეორიის დოქტორი. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში; სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი გორიდან; მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში; ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, უფლებადამცველი. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; იყო საქართველოს მე-4 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; თამაზ დათუნაშვილი - სოციალური ადმინისტრირების მაგისტრი. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, ილიასუნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; მამუკა კაციტაძე - ინჟინერმშენებელი; სამართლმცოდნე. საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი; კახა კოჟორიძე - იურისტი. LSE-ს (ლონდონის ეკონომიკის სკოლა)  სამართლის მაგისტრი. იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის მრჩეველი; თამარ შავგულიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. კულტურის მკვლევარი. სამხატვრო აკადემიაში ხელმძღვანელობს მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმირებისა; გია მორდეხაშვილი - ბიზნესმენი. ბიზნეს ადმინისტირირების მაგისტრი. 27 წლიანი ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში; ირაკლი კუპრაძე - საჯარო სამართლის იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე. იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი; დავით უსუფაშვილი - იურისტი. 1993—1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. საიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე; ფიქრია ჩიხრაძე -  ფილოლოგი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის მრჩეველი; გიორგი კანაშვილი - კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი, კავკასიური კვლევების მაგისტრი. არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი. იყო კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი; ბადრი ჯაფარიძე - ბიზნესმენი. ფსიქოლოგი. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი.  არის თიბისი ბანკის დამფუძნებელი და ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]