weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანაკლია აუცილებლად აშენდება „ოცნების“ გასტუმრების შემდეგ - ხაზარაძე

23:47 კვირა, 22 დეკემბერი 2019

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია აუცილებლად აშენდება ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გასტუმრების შემდეგ.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ინტერესის გამო შეაჩერა. ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ნამდვილად გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ, მძლავრ ფინანსურ და ლოჯისტიკურ ჰაბად მთელს მსოფლიოში.

ანაკლია მოგვცემს საშუალებას მივიღოთ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75%, რომელიც დღეს ქართულ პორტებში ვერ შემოდის. ანაკლიის პორტი, ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური ზონა დაასაქმებს ათეულობით ათას ადამიანს, როგორც სამეგრელოდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან, და მკვეთრად გაზრდის შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ანაკლია ასევე არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ ქალაქი ანაკლია პირველ ეტაპზე მოიზიდავს 3 მილიარდზე მეტ უცხოურ ინვესტიციას. ეს შეთანხმება საერთაშორისო ბანკებთან უკვე მიღწეულია. ანაკლიის პორტსა და ქალაქს ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]