weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება

11:43 ორშაბათი, 13 იანვარი 2020

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ გოგიამ განაცხადა.

დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ყოფილ, ასევე ახალ კანდიდატებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის აგვისტოში ჩატარდა. საყურადღებოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, 2019 წლის აპრილში მოწამლეს ე.წ. მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ასლან ბჟანია, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ შეძლო.

25 აგვისტოს გამართულ არჩევნებში ცხრა კანდიდატიდან ბარიერი ვერცერთმა ვერ გადალახა. მეორე ტური 8 სექტემბერს ორ კანდიდატს – მოქმედ „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბასა და „ამცხარას“ ლიდერს ალხას კვიცინიას შორის გაიმართა.

აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით მოიგო, „ოპოზიციის“ კანდიდატმა - პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ კი ხმების 46.19% მიიღო.

კვიცინიამ ხაჯიმბას გამარჯვება არ აღიარა. მისი თქმით, ხმების 50 %-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ე.წ. სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც კვიცინიამ ე.წ. უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ზემდგომი „სასამართლო“ საჩივრის განხილვას 9 იანვარს გეგმავდა, რის გამოც ოპოზიციურმა პარტიებმა „ამცახარამ“ და „ერთიანმა აფხაზეთმა“ მხარდამჭერებს მოუწოდეს სასამართლოსთან შეკრებილიყვნენ.

9 იანვარს სოხუმში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. ისინი ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაშიც შეიჭრნენ.

10 იანვარს „უზენაესმა სასამართლომ“ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.

12 იანვარს ხაჯიმბამ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა. მანამდე ის თანამდებობიდან გადადგომაზე უარს ამბობდა. ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეხვედრა რუსეთიდან გაგზავნილ მაღალჩინოსნებთან. აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოხუმში თავისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი გაგზავნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]