weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი არცერთ დაწესებულებაში არ უნდა დაუშვან - გია ვოლსკი

20:07 ოთხშაბათი, 29 იანვარი 2020

„მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვან ამ პერიოდში, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ხომ არ ჰქონდა მას რაიმე კავშირი საქართველოში ტერორისტული ჯგუფის შემოსვლასთან“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სრულიად პრაგმატულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე, სამწუხაროდ, ემოციაც მახრჩობს ხოლმე, როცა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას, სიკვდილს და მითუმეტეს ასეთ ტრაგიკულ გარემოებებში ვხედავ, მაგრამ იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, რომ მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვა ამ პერიოდში, ვიდრე არ მიიღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო სამუდამოდ მუხლებზე დაეყენებინა და დაემარცხებინა.

ეს ფაქტი მოხდა, რეალურია, კავშირები დადასტურებულია, ახლა ჯერი სასამართლოზეა, რამდენად არის ეს ადამიანი კავშირში იმ ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს დედაქალაქში. თინა ბოკუჩავას და სხვების პოზიცია ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ემოციური არის, მინდა მჯეროდეს, რომ ემოციურია, მაგრამ ფაქტობრივად იმდენად დამაზიანებელია, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაცილებით მკაცრი გადაწყვეტილებებიც მიეღოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა და პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, რომ ბრიფინგი ჩაეტარებინათ, თუმცა პოლიციამ მაჩალიკაშვილი შენობაში არ შეუშვა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ავად გახდა, მას სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების მანქანაში გაუწიეს. პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის მოტივით, 25 იანვარს შეწყვიტა გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე.

თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტი მშობლებს EMC-ის დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]