weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რაც ამ კადრებში ვნახე, ამაზრზენია - გახარია იზორიას ძმის საქმეზე

11:25 შაბათი, 01 თებერვალი 2020

„მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლევან იზორიას ძმის საქმეზე.

„იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

„მთავარმა არხმა“ 23 იანვარს გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის მანქანიდანვე ათავისუფლებენ.

ვიდეოში ჩანს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ვახო იზორიას, მაიორი გიორგი დვალიშვილი ადმინისტრაციული წესით აკავებს. დაკავებული უცენზურო სიტყვებს იყენებს და პოლიციელს ემუქრება: „იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?“, - ეუბნება დაკავებული პოლიციელს.

„არ მაინტერესებს, ვინც გინდა ის იყავი“, - პასუხობს მას დვალიშვილი და დაკავებულს ხელბორკილს ადებს.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ იზორიას ძმის დაკავებიდან რამდენიმე წუთში, საქმეში სხვა პოლიციელები ერევიან, რომლებიც ტელეფონით იღებენ ინსტრუქციას და მალევე, ვახო იზორიას ბორკილებს ბოდიშის მოხდით ხსნიან: „ფრთხილად, ხელი არ გეტკინოთ“, - ეუბნებიან მას.

2019 წელს გიორგი დვალიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ „ლევან იზორიას ძმას, როგორც მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, აქვს ფსიქიკური პრობლემა, რომლის შესახებაც ცნობილია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“. ასეთი ადამიანის კადრების გასაჯაროება, დიდი უზნეობაა და სამწუხაროა, რომ მისი და მისი ოჯახის უფლებების დარღვევა მოხდა“.

აღსანიშნავია, რომ ლევან იზორიას ძმა ე.წ. „ნარუშილოვკით“, ანუ საშვით სარგებლობდა, რომელიც ადამიანს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის უფლებას აძლევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]