weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუნიციპალიტეტებში გამგებლების ნაცვლად მერებს აირჩევენ

12:17 კვირა, 30 ივლისი 2017

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, საარჩევნო კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი გამგებლის ნაცვლად მერი იქნება. 

შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩასატარებელ არჩევნებზე, როგორც 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი), ისე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში (თემებში) მერის არჩევა მოხდება.

ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციები და უფლებამოსილება არსებული გამგებლის ფუნქციებისა და უფლებამოსილების იდენტურია. მუნიციპალიტეტის მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.

მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც. მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]