რაც შეეხება საყოველთაო კარანტინს, მინისტრის თქმით, ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი კონტროლდება. „შესასვლელები, გასასვლელები - იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებათ ჩაკეტვა როგორც მარნეულსა და ბოლნისში მოხდა, უსწრაფესად რომ განხორციელდეს გადაკეტვა მთლიანად, ვთქვათ, რომელიმე ქალაქის, თუ საჭიროება იყო, თუ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის სამინისტრო“, - აღნიშნა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს ემორჩილებიან და მოლოდინის მიუხედავად, გასული ღამის განმავლობაში მცირე რაოდენობით იყო სამართალდარღვევები.
„მეტ დარღვევებს ველოდებოდი, თუმცა, გუშინ, ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა - 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. მეტს ველოდებოდი სტატისტიკურად. მთლიანობაში, 350-მდე მოგვიწია, სამწუხაროდ. ეს არავის არ გვიხარია, არც ჩვენ და არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ, რომ ეს გავაკეთოთ. სადღაც 350-მდე ადამიანი და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.