weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიუღებლად მიმაჩნია - პრემიერი ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემაზე

15:26 შაბათი, 04 აპრილი 2020
ფოტოზე - ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ფოტოზე - ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე

„ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ და არა პრემიები აიღონ. გავერკვევი ამ საკითხში და თუ ეს დადასტურდა, შესაბამის ზომებს მივიღებ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიების გაცემას.

ტვ პირველის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის 24 მარტის ბრძანებით, პრემია მერიის 18 თანამშრომელზე გაიცა. პრემირებულ თანამშრომლებს შორის არის მერის მოადგილე ირაკლი სირაძეც, რომელმაც პრემია ერთი თვის ხელფასის ოდენობით (2400 ლარი) მიიღო. სიუჟეტის ავტორის მიერ ნაჩვენები ბრძანების მიხედვით, სირაძეს პრემია მიეცა ზეგანაკვეთური სამუშაოს და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, რისკის შემცველ პირობებში.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც სიუჟეტის ავტორმა, ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ გაავრცელა, პრემია ასევე მიიღეს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ, შესყიდვების განყოფილების უფროსმა დავით გორგელაძემ, საბუღალტრო განყოფილების უფროსმა ნინო დარჩიამ, სახაზინო მომსახურების განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ, საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა მაია ინარიძემ, სოციალური და ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნათია ვაშალომიძემ, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაცის სამსაუხრის უფროსმა დარეჯან გოგოსიშვილმა და მერიის კიდევ რამდენიმე სპეციალისტმა.

მერიამ პრემია ასევე მისცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 16 თანამშრომელს. მათგან, სიუჟეტის მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი 620 ლარია.

გურიის გუბერნატორმა და მისმა მოადგილეებმა ტვ პირველთან ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში „რეგინფოს“ განუმარტეს, რომ მერის მოადგილის ირაკლის სირაძის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების გარდა, პრემია მერიის არცერთ სხვა თანამშრომელზე არ გაცემულა. მერიის ინფორმაციით, ირაკლი სირაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბს ხელმძღვანელობს. 

კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს. ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 50,11% (17 306 ხმა) მიიღო და „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე 79 ხმით დაამარცხა (49,89% - 17 227 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]