მისივე თქმით, გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.
ელჩი მოუწოდებს ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს.
13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში ოქრუაშვილი გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, 2020 წლის 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და შესაბამისად, რაიმე შეთანხმებაზე საუბარი სიმართლე არ არის.