weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის ყოფილმა მერმა და ვიცემერმა ციხე ვადაზე ადრე დატოვეს

17:44 შაბათი, 18 აპრილი 2020

დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში მსჯავრდებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის ლაშა გოგიას და გია გულორდავას (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა), მოსახდელად დარჩენილი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სასჯელით - შინაპატიმრობით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი პირველი მოადგილე გია გულორდავა 2018 წლის პირველ ნოემბერს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ზ.კ-ს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ თანამდებობები 2018 წლის 12 სექტემბერს, განმარტების გარეშე დატოვეს, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ლაშა გოგია აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

2019 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა გოგია და გია გულორდავა დამნაშავეებად ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

ლაშა გოგიას და გია გულორდავას თავისუფლების აღკვეთის ვადა ნოემბერში ეწურებოდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]