weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაიკ პენსი ესტონეთში, საქართველოსა და მონტენეგროში „მარტივ გზავნილს“ ავრცელებს

11:15 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოში ესტონეთიდან ჩამოვა. ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპაში „ძალიან მარტივი გზავნილით“ გამოგზავნა.

„ეს არის ის, რომ „ამერიკა პირველ რიგში“ არ ნიშნავს „მხოლოდ ამერიკას“. ჩვენი მესიჯი ბალტიის ქვეყნების, საქართველოსა და მონტენეგროსადმი ერთიდაიგივეა: ჩვენო მოკავშირეებო აქ, აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, - აღნიშნა პენსმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაიკ პენსი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ისინი საქართველოში ნატოს საწვრთნელ ცენტრს მოინახულებენ.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მაიკ პენსის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და თანამშრომლობას გამოხატავს.

მაიკ პენსი საქართველოდან მონტენეგროში გაემგზავრება, რომელიც ახლახანს ნატოს-ს წევრი ქვეყანა გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]