weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ყანდიაშვილს „ოცნებასთან“ ოფიციალურად შეხება 2014 წლიდან აღარ აქვს - მდინარაძე

16:04 ოთხშაბათი, 06 მაისი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს. ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან. ამასთანავე, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა რომ ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

„რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ სპეკულირება, ჩვენ გვახსოვს ნარატივები „ბოტების და ტროლების“ ქარხანაზე და ა.შ. ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება, თუ არ ვცდები, 2013-2014 წლებიდან „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს. ის, ყველამ იცის და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“.

ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია და ბევრი წელია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოებსაც წარმოადგენდა. მას, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვისაც და ვიცით, აქვს და ჰქონდა „ესპერსონა“ - ასეთი სააგენტო და ოპერირებდა მედია სივრცეში და მათ შორის, Facebook სივრცეში, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს ან რაიმე დავალება მის მიმართ „ქართული ოცნებიდან“ არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია, ის ვერც Facebook-მა მიუთითა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კავშირი არ არსებობს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ კოკა ყანდიაშვილს პარტიაში წლების განმავლობაში ხედავდა და მდინარაძის პოზიციით გაკვირვებულია.

„ამის გარდა ყველაფერს ველოდი, რაზეც მამუკამ ისაუბრა.

მუშაობდა იქ ადამიანი, ვხედავდი და წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ. როცა ადამიანი მუშაობს და უცებ აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა წლების განმავლობაში, ამას არ ველოდი ნამდვილად.

მამუკას შეფასებას რაც შეეხება ამ ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი რამ მომდის თავში, როცა სხვის თვალში ბეწვს ეძებ და საკუთარში დირეს ვერ ხედავ. ათასობით ყალბ ანგარიშს გიუქმებენ და ეძებ, ვისკენ გაიშვირო ხელი“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ფეისბუქმა საქართველოში ინტერნეტგვერდ Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ-ანგარიში წაშალა. კვლევაშია ნათქვამია, რომ Espersona-სთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ემსახურებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]