weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გუბერნატორმა ონის მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ჩიკვაიძე წარადგინა

14:55 ორშაბათი, 18 მაისი 2020

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ჩიკვაიძე წარადგინა.

გუბერნატორის განცხადებით, ჩიკვაიძე განათლებით სამართლის დოქტორია, მისი სამუშაო გამოცდილება კი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას უკავშირდება.

შეხვედრას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური კურატორი ანა ლაშხი, ამავე პარტიის რეგიონალური სამსახურის მრჩეველი ალექსანდრე იაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ჩიკვაიძის თქმით, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ უფლებამოსილება ვადაზე ადრე აპრილში შეიწყვიტა. მასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ. „რეგინფომ“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ემზარ საბანაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის მამაა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ენუქიძე-ჯაფარიძემ ემზარ საბანაძის იძულება - უფლებამოსილება ვადამდე შეეწყვიტა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დახმარებით მოახერხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]