weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინი ხელისუფლებაში დარჩენას 2036 წლამდე აპირებს

11:37 სამშაბათი, 02 ივნისი 2020

რუსეთში 1-ლი ივლისის რეფერენდუმზე გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ძალაუფლება კიდევ 12 წლით გაიხანგრძლივოს.

პუტინს პრეზიდენტობის 6 წლიანი ვადა 2024 წელს ეწურება. საკონსტიტუციო ცვლილებები კი პრეზიდენტის უკვე განვლილი ვადის განულებას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ პუტინს შეეძლება, 2024 წელს, კიდევ იყაროს კენჭი პრეზიდენტად.

გადაწყვეტილება რეფენდუმის 1 ივლისს დანიშვნის შესახებ პუტინმა რეფერენდუმის მომზადებაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს დაავალა, უსაფრთხოების უზრუნველყოფას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემის გზით აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მთავარი კანონის პარამეტრების განსაზღვრაში“, - განაცხადა პუტინმა.

კენჭისყრა ოფიციალურ დღემდე ერთი კვირით ადრე დაიწყება, ორ ან სამ რეგიონში კი ელექტრონულად ჩატარდება.

მარტში დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი რეფერენდუმზე ჯერ კიდევ 22 აპრილს უნდა გაეტანათ, თუმცა კენჭისყრა პანდემიის გამო გადაიდო. პუტინის კრიტიკოსების აზრით, ცვლილებები სხვა ასპექტებსაც გულისხმობს, თუმცა მათი რეალური მიზანი პუტინისთვის ძალაუფლების გახანგრძლივებაა.

67 წლის ვლადიმერ პუტინი, კაგებეს ყოფილი ოფიცერია, რომელიც ხელისუფლებაში ბორის ელცინის შემდეგ მოვიდა. მან თავდაპირველად 1999 წელს ელცინი შეცვალა და 129 დღით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 2000 წლის 7 მაისს ის პირველად აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტად. მას შემდეგ, პუტინი კიდევ 3-ჯერ გახდა რუსეთის პრეზიდენტი, ერთხელ კი პრემიერ-მინისტრი. პირველი ორი პრეზიდენტობის განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნის ვადა 4 წელი იყო, თუმცა პუტინმა ეს ვადა შეცვალა და 2008 წლიდან რუსეთი პრეზიდენტს 6 წლით ირჩევს.

უკვე 21 წელია, რაც  ვლადიმერ პუტინი რუსეთის მმართველია, 1 ივლისის რეფერენდუმის შემდეგ კი მის მმართველობას, 2024 წელს ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა კიდევ 12 წელი მიემატოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]