გიორგი გახარიამ კომენტარი იმერეთში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნითაა ეს ხმები გავრცელებული. თქვენ მინდა გითხრათ მადლობა, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. რეაქცია აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული“ - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაცია გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ ორი დღის წინ გავრცელდა, თუმცა ეს ხმები მაშინვე უარყო მმართველმა გუნდმა და მას ოპოზიციის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი უწოდა.