„მტკიცედ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მისწრაფებას NATO-ს წევრობისადმი. ჩვენ გავაგრძლებთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს NATO-სთან დაახლოება, რომ საქართველო ერთ დღეს მისი წევრი გახდეს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს პროგრესს არა მხოლოდ ბოლო 25, არამედ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა მაიკ პენსმა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკა ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძალღონეს არ დაიშურებს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
„რაც შეეხება რუსეთის აგრესიას, ამ წუთში ჩვენ აქ ვდგავართ და რუსეთის ტანკები განლაგებულია დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით. აშშ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, გავაგრძელებთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებას საქართველოში და ვეცდებით, რომ ძალღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – განაცხადა მაიკ პენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს. ოფიციალური ვიზიტის დასრულებამდე მაიკ პენსი საქართველოს პრეზიდენტთანაც გამართავს შეხვედრას.