weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქალაქში ჯანიანი ბიჭების ბევრი წუწუნი მესმის, ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება – გახარია

16:24 ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში ფერმერებს შეხვდა. როგორც მან მათთან საუბრისას აღნიშნა, ქალაქში „ჯანიანი ბიჭების“ წუწუნი ესმის ტურისტების სიმცირის გამო. გახარიას თქმით, ახალგაზრდა და ჯანით სავსე ადამიანი ყოველთვის შეძლებს საქმე გააკეთოს.

„მინდა, გავიხსენო, სამი წლის წინ ვიყავი აქ პირველად, გიორგისთან ერთად რომ გავიარეთ, პატარა ნერგები იყო. სანამ საქმეზე გადავალთ, მარტივი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება, ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები.

„ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში, იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში – ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ. რეალურად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი“, – განაცხადა გახარიამ ადგილობრივ ფერმერ, გიორგი მჭედლიძესთან დაკავშირებით.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]