weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული – კონგრესმენები

09:54 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტს სახელწოდებით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, 13 კონგრესმენი აწერს ხელს და მასში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც არის ნახსენები.

ხელმომწერ კონგრესმენებს მიაჩნიათ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გავრცელდეს იმ ლიდერებზეც, რომლებიც კრემლის დეზინფორმაციის კამპანიაში არიან ჩართულები, კერძოდ რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელებსა და რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ, ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს.

„ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსული ოლიგარქი და ნდობით აღჭურვილი პირია უკრაინაში. თავისი მედია იმპერიით ის აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ძალისხმევას ქვეყანაში საზაიანო დეზინფორმაცია გაავრცელოს“, – აღნიშნავენ კონგრესმენები.

მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ანგარიში კონგრესისთვის სასარგებლო იქნებოდა, მომავალი სანქციების აუცილებლობის განსასაზღვრად, და ასევე, კრემლთან მუშაობაში შეაფერხებდა როგორც ცალკეულ პირებს, ისე ორგანიზაციებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]