იგორ დოლგოვის თქმით, საქართველო მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და საქართველო სულ მის გულშია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და გამარჯვებისთვის ემზადება. მისივე თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი, ამ განცხადებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ზალკალიანმა განაცხადა, რომ უკრაინის ელჩს სამინსტროში დაიბარებდნენ და განმარტებას მოსთხოვდნენ.