ციხელაშვილმა ვრცელი ინტერვიუ „ინტერპრესნიუსს“ მისცა და უპასუხა შეკითხვას - რა მემკვიდრეობას ტოვებს.
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის ის რეალური, კონკრეტული, რაც ალბათ, არის და იყო დროული და ვტოვებ ამ ბევრ კონტაქტს, რა თქმა უნდა, პერსონალური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა იყოს ეს კონკრეტული პერსონის საკუთრება, ეს უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელოვანი. მე ვიქნები კმაყოფილი და ვიტყვი, რომ ჩვენი მისია შესრულებულია, როცა, მავთულხლართები დაიშლება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა. 2012-2016 წლებში ის სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ქეთევან ციხელაშვილს.