weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვტოვებ კონფლიქტის მოგვარების ძალიან ხელშესახებ საგზაო რუკას – ციხელაშვილი

18:00 პარასკევი, 12 ივნისი 2020

„ვტოვებ ძალიან ხელშესახებ საგზაო რუკას კონფლიქტის მოგვარების და ნდობის მშენებლობის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

ციხელაშვილმა ვრცელი ინტერვიუ „ინტერპრესნიუსს“ მისცა და უპასუხა შეკითხვას - რა მემკვიდრეობას ტოვებს.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის ის რეალური, კონკრეტული, რაც ალბათ, არის და იყო დროული და ვტოვებ ამ ბევრ კონტაქტს, რა თქმა უნდა, პერსონალური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა იყოს ეს კონკრეტული პერსონის საკუთრება, ეს უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელოვანი. მე ვიქნები კმაყოფილი და ვიტყვი, რომ ჩვენი მისია შესრულებულია, როცა, მავთულხლართები დაიშლება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა. 2012-2016 წლებში ის სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ქეთევან ციხელაშვილს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]