weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს

10:14 შაბათი, 13 ივნისი 2020

პარლამენტარი ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსს“ და ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.  

„ეს არ ნიშნავს, რომ მე განაწყენებული მივდივარ. უბრალოდ, არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს „პატრიოტთა ალიანსის წევრებს!“

4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც!

მინდა, ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავდგე, ვინც გამომყვება, ღმერთმა დაგლოცოთ. ვინც არა - თქვენც დალოცვილი მეყოლეთ! აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!“, – წერს კვიციანი.

ემზარ კვიციანი პარლამენტის წევრი 2016 წლის არჩევნების შედეგად, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით გახდა. ის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]