weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი 1 ივლისამდე ჩაკეტა

15:30 შაბათი, 13 ივნისი 2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გამო, რუსეთთან საზღვარის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვების ვადა პირველ ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეზღუდვები არ ეხებათ აფხაზეთში აკრედიტირებულ უცხო ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ და სატვირთო მატარებლის მემანქანეებს.

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 37 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 27 ადამიანი, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება რუსეთს, იქ ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 8706 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 114 ადამიანი. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 520 ათასს გადააჭარბა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]