weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

შესაძლოა ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს აფხაზეთში ჩავიდეს

21:55 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ეწვევა. "რია ნოვოსტის" პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, რომ პუტინის აფხაზეთში ვიზიტის შესაძლებლობა და თარიღები ამ ეტაპზე დიპლომატიური არხების საშუალებით მუშავდება.

"როსბიზნესკონსალტინგი" წერს, რომ ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლის შესახებ ცნობები მათ აფხაზეთსა და რუსეთში წყაროებმა დაუდასტურეს. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პუტინი დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

რუსულ მედიაში წერენ, რომ პუტინის გადაწყვეტილება აფხაზეთში ჩასვლის თაობაზე საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს უკავშირდება.

იმ შემთხვევაში თუ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, აფხაზეთში პუტინის ვიზიტის თარიღი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყების მეცხრე წლისთავს დაემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]