weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეშფოთებული ვართ, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია – ევროპის სახალხო პარტია

09:56 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია იმით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ამის შესახებ განცხადებას პარტიის პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ავრცელებს.

„ევროპის სახალხო პარტია [EPP] მიესალმა 8 მარტის შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, როგორც დაძაბულობის შემცირების მნიშვნელოვან ნაბიჯს. ჩვენ ვრჩებით შეშფოთებული იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. მოვუწოდებთ, შეთანხმების სრულად შესრულებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ“, – წერს დონალდ ტუსკი „ტვიტერზე“.

„მთავარი არხის“ ერთერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს. ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.

გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ოპოზიცია 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს აცხადებდა. პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. რაც შეეხება გიორგი რურუას, ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]