weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ველოდები, რომ ანა დოლიძე ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს - პრეზიდენტი

22:06 პარასკევი, 19 ივნისი 2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შესაძლო შეწყვეტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით გამოეხმაურა. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა:

„ბოლო დროს აქტუალური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ქალბატონი ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი. 

სამართლებრივი პოზიცია ასეთია: ერთი მხრივ, მოქმედი ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“ გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მსგავსი შემთხვევებისა, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას.

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია. ის ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებით, რომელიც არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლებას.

რაც ეხება საკითხის არასამართლებრივ მხარეს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.

სწორედ ასეთ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ნდობა. პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა დოლიძემ 21 მაისს სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით“, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. მოგვიანებით, შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დოლიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან მიაჩნიათ, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან შეუთავსებელია. იგივე პოზიცია აქვს საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ანა დოლიძე რომც გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს. 

გუშინ, 18 ივნისს ანა დოლიძემ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერ ალეკო ელისაშვილთან, ამავე მოძრაობის წევრ ლევან იოსელიანთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთან, ლევან კობერიძესთან ერთად ხელი მოაწერა „ახალი პლატფორმის“ დაფუძნების მემორანდუმს. Ხელმომწერებმა განმარტეს, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია. 

ანა დოლიძე უარყოფს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]