weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ნინო ჯავახაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

11:58 შაბათი, 20 ივნისი 2020

ნინო ჯავახაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან გახდა ცნობილი. ჯავახაძის თქმით, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, საჯარო სამსახურს ტოვებს.

ნინო ჯავახაძე, რომელიც ეკონომიკის მაგისტრია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა, როდესაც სამინისტრო გიორგი გახარიამ ჩაიბარა. 2016 წლის ნოემბრიდან და 2017 წლის ნოემბრამდე ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 2013-2015 წლებში, ნინო ჯავახაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს უფროსი, ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]