weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებელი გიორგი გახარიაა - ბესიკ თამლიანი

23:13 შაბათი, 20 ივნისი 2020

2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებული ბესიკ თამლიანი აცხადებს, რომ ერთი წლის წინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება გიორგი გახარიას, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

დღეს, 20 ივნისის აქციის წლისთავზე, პარლამენტის წინ გამართულ ანტისაოკუპაციო აქციაზე ბესიკ თამლიანი დედასთან ერთად მივიდა და შეკრებილებს მიმართა:

„როცა შევტყვე, რა ხდებოდა პარლამენტში, პარლამენტის წინ, მიზეზი თუ რატომ გროვდებოდა ხალხი და რომ ვუახლოვდებოდი იქიდან, პირველი გრძნობა მქონდა სიხარული, რომ ხალხი არ ტოვებს უყურადღებოდ იმას, რაც ლახავს მის ღირსებას.

ციხეში მარტო მე არ ჩამსვეს. 300-ზე მეტი ადამიანი დაგვაპატიმრეს მაშინ. გულდასაწყვეტია, რატომ და ვისთვის მოხდა ეს.

დიდი ორატორი მე არ გახლავართ, მაგრამ დიდი მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის. „ძალა ერთობაშია“ - ეს არ არის პარტიული სლოგანი, ეს ერვნული სლოგანია. თქვენი ერთობა, თქვენი ძალისხმევა, თქვენი მხარდაჭერა რომ არა, კაცი ბევრს ვერ გაძლებს. თქვენს მხარდაჭერს ვგრძნობდი, ამიტომ ვიყავი პრინციპული, რათა ჩემი პრინციპულობა, ასევ ვთქვათ, ჩემი ჯინიანობა სიმართლის დამტკიცებისთვის სხვას წაადგეს, რომ არ მოაბან სასჯელი არაფრის გულისთვის, ტყუილად რომ არ ჩასვან. ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს.

გახარიამ თქვა, დამავიწყდა 20 ივნისიო. ასეთი გახარიები რომ არ მოვიდნენ მომავალშიც, რომ არ დაავიწყდეთ ის, რაც ჩაიდინეს ხალხის წინაშე, როგორც 9 აპრილის მონუმენტი გვაქვს, რომელიც გვახსენებს რა ფასად დაგვიჯდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, უნდა დაიდგეს კიდევ ერთი მონუმენტი, რომელი იქნება ხშირი შემახსენებელი იმისა, რომ როცა ხალხი გამოდის პროტესტით, მას უნდა მოუსმინო. რატომ გამოვიდა ხალხი? რაღაც გააკეთე ისეთი, რაც ხალხისთვის მიუღებელია. ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინო და გამოასწორო სიტუაცია, თოფიანი ხალხი კი არ უნდა გამოიყვანო, კი არ უნდა დაუპირისპირო… თანაც ყველას გვახსოვს, რომ ეს სპეცრაზმელები, ყველა იყვნენ ამოფარებულები. ყაჩაღებივით მოვიდნენ. ვინმეს გაქვთ ნანახი, რომ სპეცრაზმელს გულმკერდზე ნიშანი ჰქონდა? არა. ვინ მეტყვის, რომ სპეცრაზმელი იყო და არა, მაგალითად, თოფიანი კრიმინალი? 

ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებელი 20 ივნისის ღამეზე, რაც მოხდა, რაც დატრიალდა არის გიორგი გახარია რამდენიც არ უნდა თქვას - არ გამიცია ბრძანება, არ მახსოვს და ათასი სისულელეები, გამორიცხულია, შინაგან საქმეთა მინისტრის ნებართვის გარეშე ვინმე გამოვიდეს და გამოიტანოს იარაღი საცავიდან.

ამიტომ ეს მისი პასუხი უსუსრი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხია, რომელმაც თავისი პასუხისმგებლობა გადადო იმ ადამიანებზე, ვინც იქ მსახურობენ. ისინი არიან მეხუთე, მეექვსე, თუნდაც მეორე პასუხისმგებლობაში.. თუმცა, პირველი არის ის, ვისაც ევალება ამ ადამიანების განაწილება, ნებართვის მიცემა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ვფიქრობ, რომ არის საღი აზრი იმაში, რომ 20 ივნისის მონუმენტი დაიდგას, იმიტომ, რომ მომავალში მთავრობას ახსოვდეს, რომ ხალხს უნდა მოუსმინოს, თოფებით კი არ უდნა დაუპირისპირდეს, ვინაიდან, ხალხი ყოველთვის რეაგირებს იმაზე, რაც მის ღირსებას ლახავს“, - თქვა ბესიკ თამლიანმა.

2019 წლის 20 ივნისის ღემეს ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თბილისის საქალაქო სასამართლომ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2020 წლის მარტში ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, გაათავისუფლეს. ბესიკ თამლიანი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]